ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი.ალექსანდრე დიუმას ბაბუა მარკიზი ანტუან-ალექსანდრე დავი დე ლა პეიეტერი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრე.მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრე ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.თომა-ალექსანდრე გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრე დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, "ანრი მესამე და მისი კარი" (1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარები იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც - "კრისტინა" (1830).1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი "იზაბელა ბავარიელი" . მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავა ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრე ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა.ალექსანდრე დიუმამ გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დაარსა თეატრი - თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859 წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.
გრაფი მონტე–კრისტო“ ალექსანდრე დიუმას ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ვრცელი სათავგადასავლო რომანია. სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა მეზღვაური, ედმონდ დანტესი, რამდენიმე თავისი ახლობლის მუხთლობის შედეგად ციხეში ხვდება. სამუდამო ტყვეობისთვის განწირული დანტესი ციხეში აბატ ფარიას გაიცნობს, რომელიც მის მასწავლებლად და დამრიგებლად იქცევა, ხოლო სიკვდილის წინ აურაცხელ განძს უანდერძებს. მოულოდნელად გამდიდრებული ტუსაღი ციხიდან თავის დაღწევას ახერხებს, განძს პოულობს და აქედან იწყება იდუმალებით მოცულ გრაფ მონტე–კრისტოდ ქცეული დანტესის შურისძიება უკლებლივ ყველას მიმართ, ვინც უდანაშაულო ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაწირა. ნაწილი მეოთხე. ოთხ ნაწილად.
No comments:
Post a Comment